ზიდანი ვიწყებ ახალ პროექტს და მსურს მოვიგო ტრიპლეტი

ახალი ამბები 12-მარ, 21:33 BUM.GE 526
image
ზინედინ ზიდანმა მადრიდის „რეალში“ დაბრუნების შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გამართა...
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი და მსოფლიოს საუკეთესო კლუბს ჩავუდექი სათავეში. სიმართლე რომ გითხრათ, არსად წავსულვარ. მე აქ ვცხოვრობ და ყოველდღიურად ვეცნობი, თუ რა ხდება სამეფო კლუბში.“

„მივიღე ახალი გამოწვევა და გადავდივარ ცხოვრების ახალ ეტაპზე. სულ რაღაც 4 დღე მაქვს იმისთვის, რომ გუნდი მოვამზადო და ლა ლიგის მომდევნო ტურში სოლიდურად ვითმააშოთ. ხვალიდან ინტენსიურ ვარჯიშს ვიწყებთ.“

„კლუბი იმიტომ დავტოვე, რომ ტიტულების დახუნძლული 3 სეზონის შემდეგ ცვლილებები იყო საჭირო. გავიდა 8 თვე და ვთვლი, რომ კარგად დავისვენე და მოედანზე დაბრუნება საოცრად მომენატრა. აქტიურ რეჟიმზე გადავდივარ და ყველაფერს გავაკეთებ „რეალის“ აღზევებისთვის.“

„ეს არის დიდი პასუხისმგებლოა. კლუბში მალევე დაბრუნება გამოწვევის მიღებას ნიშნავს. არასდროს არაფრის მეშინოდა და ახლაც ასეა. მზად ვარ, ნებისმიერ წნეხს გავუძლო და მშვიდ რეჟიმში ვიმუშავო, ჩემთვის აქ ყოფნა ძალიან ბევრს ნიშნავს. მიხარია, რომ პრეზიდენტი ნდობას მიცხადებს და ჩემ შესაძლებლობებში აბსოლუტურად დარწმუნებულია.“

„კრიშტიანო რონალდუ მადრიდის „რეალის“ ისტორიის ნაწილია. ის, რაც პორტუგალიელმა ამ კლუბთან ერთად გააკეთა ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ახლა ჩვენ ვსაუბრობთ მომავალზე და არა წარსულზე. პორტუგალიელმა შექმნა ეპოქა, რომელზე საუბარიც არასდროს შეწყდება.“

„ვოცნებობ იმაზე, რომ მომდევნო სეზონში კრიშტიანო რონალდუს გარეშე მყოფი „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდეს და „7“-იანის დაბრუნებაზე საუბარი შეწყდეს.“

„მომავალ წელს ყველაფერი შეიცვლება, წლევანდელი მიზანი კი სეზონის ღირსეული დასრულებაა. ტრანსფერებზე ახლა ვერ გესაუბრებით, ჩვენ დავსახეთ გეგმები, რომელსაც ეტაპობრივად განვახორციელებთ. მომდევნო 11 ტურის მანძილზე ნამდვილად დავინახავ, არსებულ შემადგენლობას რა რესურსი აქვს და რა მიმართულებებითაა რეფორმების გატარება საჭირო.“

„დიახ, გიდასტურებთ, რომ რამდენიმე გრანდიდან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ ავირჩიე „რეალი“. რატომ? იმიტომ, რომ მსურს ვიყო აქ და ვემსახურო მსოფლიოს საუკეთესო კლუბს.“

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არც ახლა ვნანობ იმას, რომ 8 თვის წინ გუნდს გამოვემშვიდობე და წარმატებები ვუსურვე. მაშინდელი გადაწყვეტილება მართებული იყო. ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე და არ შევმცდარვარ.“

„ვერცერთ შემთხვევაში ვერ ვიქნებდი ბედნიერი, როდესაც სამეფო კლუბი არც ისე კარგ მდგომარეობაში იყო. მიმდინარე მოვლენებს აქტიურად ვადევნებდი თვალს. მე ხომ მადრიდში ვცხოვრობდი.“

„ფლორენტინომ დამირეკა და მითხრა, რომ ახალ პროექტს იწყებს, რომელსაც მე უნდა ვუხელმძღვანელო. უბრალოდ არ შემეძლო, რომ უარი მეთქვა.“

„4 თვის წინ, როდესაც კლუბს ლოპეტეგი დაემშვიდობა,სამეფო კლუბში დაბრუნება არ მსურდა და ვფიქრობდი, რომ კიდევ უნდა დამესვენება, თუმცა გავიდა გარკვეული დრო და ჩემი ფიქრებიც შეიცვალა. „რეალში“ ვბრუნდები დიდი მოტივაციით და შემართებით.“

„დიახ, ფლორენტინომ შარშანაც მითხრა, რომ კლუბი არ დამეტოვებინა, მაგრამ მაშინ ვთვლიდი, რომ ჩემი გადადგომა იყო საუკეთესო გამოსავალი ყველასთვის.“

„ადრეც ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ გუნდში ძირეული ცვლილებებია საჭირო. რატომ? იმიტომ, რომ ამ კოლექტივმა მისია გადაჭარბებით შეასრულა, ფეხბურთელებს ასაკიც მოემატათ და რა თქმა უნდა, კლუბში ახალი სახეების ხილვაა საჭირო, თუმცა მერწმუნეთ, ახლა ტრანსფერებზე საუბარს აზრი არ აქვს. წინ არის ლა ლიგის 11 მნიშვნელოვნი ტური.“

„დიახ, მე დავბრუნდი, მაგრამ ახლა წარსულზე არ ვფიქრობ. ვიწყებთ ახალ პროექტს და ვიღებთ ახალ გამოწვევას. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს „რეალთან“ ერთად არაფერი მქონდეს მოგებული. უდიდესი ენთუზიაზმისა და შემართების წყალობით მჯერა, რომ დასახულ მიზანს მივაღწევ.“

„ლოპეტეგის და სოლარის დადანაშაულება დიდი სისულელეა. მე ვფიქრობ, რომ ორივე სპეციალისტი ბოლომდე იხარჯებოდა სამეფო კლუბის წარმატებისთვის.“

„კარგად მახსოვს შარშნადელი სეზონი, სადაც ლა ლიგა პირველივე წრეში დავთმეთ და ასევე ცუდად გამოვიყურებოდით სამეფო თასზე, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მოგებამ ყველაფერი შეცვალა. შეცდომების განმეორებას არ ვაპირებ და მსურს, რომ ტრიპლეტი მოვიგო.“

„სერხიო რამოსს ჯერ არ შევხვედრილვარ. კაპიტანს სულ მალე ვნახავ და გეგმავს დავსახავთ. ესპანელის განცხადებებთან დაკავშირებით არაფერის თქმა არ შემიძლია.“

„ისკო, ბეილი და მარსელო? ხვალიდან შესაძლებლობა მომეცემა ამ ფეხბურთელებთან ვიმუშავო და შევაფასო მათი კონდიციები. ვიმეორებ, წინ 11 დაპირისპირებაა, საიდანაც ძალიან ბევრ დასკვნას გამოვიტან.“

„წავა თუ არა ბეილი? ამაზე ახლა როგორ გესაუბროთ? ანალოგიურის თქმა შემიძლია ისკოზეც.“

„ყველა მოთამაშე მომენატრა, ხვალ მათ ვნახავ და გეგმებს გავაცნობ.“
რეკლამა
კომენტარები
მსგავსი სიახლეები
ონლაინ სტატისტიკა
Øàáëîíû äëÿ DLEòîððåíòîì
სულ: 30
მომხმარებელი: 0
სტუმარი: 30
მინი ჩათი
რეკლამა