იქნება თუ არა მესი "ბილბაოსთან"?

ახალი ამბები 09-თებ, 03:18 BUM.GE 29
image
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მან არ იცის იქნება თუ არა მესი, ლა ლიგის ეგიდით გასამართ მატჩში, რომელიც კლუბს, "ატლეტიკ ბილბაოსთან", ელის.

"არ ვიცი, იქნება თუ არა მესი "ბილბაოსთან", ახლა კლუბს სეზონისთვის ყველაზე რთული ეტაპი უდგას, ამიტომ მეც და მესიც ვფიქრობთ, რომ თუ რამე პრობლემა იქნება, გარისკვა არ ღირს. ითამაშებს თუ არა ამას მატჩამდის გადავწყვეტ." - განაცხადა ერნესტო ვალვერდემ.

"მადრიდის რეალთან" მატჩის წინ იწერებოდა, რომ მესი მატჩისთვის 100% მზად იყო, თუმცა ის თამაშში მხოლოდ მეორე ტაიმის შუა ნაწილიდან ჩაერთო.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" 10 თებერვალს, სტუმრად, "სან მამესზე" ითამაშებს.  
რეკლამა
კომენტარები
მსგავსი სიახლეები